ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ახლა დროა კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
"მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის მისაღებად"- ამბობს მიშელი.
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს აშშ-ში ვიზიტი ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან მიშელს 12 რეკომენდაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განუცხადა, რომ საქართველოს "ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება".