აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ ინფორმაცია მილერმა X-ზე გაავრცელა.
"დღეს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს, კომპანიასა და ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს შეიარაღების შესყიდვაში SAF-ისთვის.
შეერთებული შტატები მზად არის პასუხისმგებელ პირებს სუდანში მომხდარ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დააკისროს", - განაცხადა მეთიუ მილერმა.