მიჰკელსონი: საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია

მიჰკელსონი: საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია, რადგან მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ მისი ლეგიტიმაცია ეჭქვეშ დააყენა, მან უარი თქვა პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია მის შემცვლელად არავის სცნობს.

დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.