გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა სმარტმატიკთან დაკავშირებით დოკუმენტაცია, რომელიც არეგულირებს ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, მათ შორის, სიის შენახვის ვადასა და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
"დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას, როგორიცაა ცესკოს სერვერები და ელექტრონული აპარატები. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.
ამის დასტურია, ის აბსურდული პასუხი, რომელიც ცესკო-მ მოგვაწოდა. თითოეული დაგვიანებული დღე ჰქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესშია.
ამიტომ, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა, ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ოცნება მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.