[რუსეთის პატრიარქის] განცხადებები ომის წახალისება და გამართლებები უფროა, ვიდრე მშვიდობისაკენ და სიყვარულისაკენ მოწოდება. ცნობილი მისი ქადაგებები ამ საკითხთან დაკავშირებით რომელიც არაერთმა მღვდელთმთავარმა დაგმო როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში.
არსებობს დაძაბულობაა, როგორც, ზოგადად, მსოფლიოში, ისე მართლმადიდებლურ ეკლესიაში. რუსეთის ეკლესიას ცალმხრივად აქვს კავშირი გაწყვეტილი არაერთ საპატრიარქოსთან. ეს ყველაფერი განხეთქილებასა და დაყოფილობას იწვევს ეკლესიაში. რუსები სულ ულტიმატუმის ენით საუბრობენ. ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი -ერთი ავტოკეფალური ეკლესია მეორეს ულტიმატუმებით არ უნდა ესაუბრებოდეს.
განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელთმთავარმა, საბა ინწკირველმა გადაცემა მრგვალ მაგიდასთან.