ყველა ადამიანმა, თუ მას თავისი ქვეყანა უყვარს, ყოველთვის უნდა დააფიქსიროს აზრი და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ვის მისცემს ხმას, ეს არის მისი სინდისიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მაშინ მაქვს უფლება, ვისაუბრო ჩემს ქვეყანაზე, როცა ჩემი ხმის უფლებას ვიყენებ, როცა არჩევნებია. თუ თქვენ არ იყენებთ თქვენი ხმის უფლებას, არჩევნებში არ იღებთ მონაწილეობას, მაშინ არ გაქვთ უფლება არც პოლიტიკურ მოვლენებზე, არც რა ხდება ქვეყანაში, ამაზე ისაუბროთ, იმიტომ, რომ როცა გქონდათ ამის საშუალება, შეგეძლოთ, მისულიყავით, დაგეფიქსირებინათ თქვენი ხმა და შეგეცვალათ რაღაც ქვეყანაში ისე, როგორც თქვენ ფიქრობდით.
განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელთმთავარმა, საბა ინწკირველმა.