მეტროსადგურები ახმეტელის თეატრი და სარაჯიშვილი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.
სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ შეფერხება გამოიწვია ახმეტელის თეატრის ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ.
"ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს ვარკეთილიდან მს გურამიშვილამდე და პირიქით", - აცხადებენ კომპანიაში.