
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება თეთრ სახლში ამერიკულმა მხარემ განზრახ გამოიწვია.
გერმანელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ შეხვედრის კადრები რამდენჯერმე გადაამოწმა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო სპონტანური რეაქცია, არამედ განზრახული ესკალაცია.
"ჩვეულებრივ, პრესასთან ასეთი შეხვედრები რამდენიმე წუთს გრძელდება. თუმცა, პარასკევს სიტუაცია სხვაგვარი იყო. დიალოგის ტონმაც საკმაოდ გამაკვირვა," – განაცხადა მერცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკისა და ტრამპის დაპირისპირება შეესაბამება აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელ ქცევას. თუმცა, გერმანელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საჭიროა "ყველაფრის გაკეთება, რათა ამერიკელები ევროპაში დარჩნენ", რაც, მისი თქმით, თავად აშშ-ის ინტერესებშიც შედის.
შეგახსნეებთ, 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ვადაზე ადრე დატოვა, დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან დაპირისპირების შემდეგ. ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზელენსკი "მშვიდობისთვის მზად არ არის".