მერია: საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი ჩაიკეტა

მერია: საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი ჩაიკეტა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დიდთოვლობის გამო 12 სოფელი ჩაიკეტა. საუბარია სოფლებზე: ნიგვზარა, კორბოული, სპეთი, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა.

"თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და უკვე 24 საათის განმავლობაში მუშაობს გზების გასაწმენდად.

ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ დროისთვის შეწყვეტილია სწავლა 20 საჯარო სკოლაში-არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი, მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური, ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები, ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე, ჭორვილა.

მოსალოდნელი გართულების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შეაჩერა სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც", - ვკითხულობთ განცხადებაში.