ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი ვაშინგტონის მიერ სამხედრო წვრთნების გადადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება "მეორე მხარესაც საკმაოდ დააზიანებს".
ამის შესახებ წილოსანმა ჟურნალისტებთან თქვა.
"ეს წვრთნები ყოველთვის კეთდებოდა ორმხრივი ინტერესის ფარგლებში და თავისთავად, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ დააზიანებს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს პერიოდი ვფიქრობ, არის გარკვეული მოცემულობების გადააზრების საშუალება და დრო და როგორც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით პარტნიორებისგან, რომ ჩვენი ურთიერთობების დარესტარტება, ანუ ახლებურად დაწყება გაცილებით უკეთესი მოცემულობებით და პირობებით დაიწყება", - ამბობს წილოსანი.
5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების "ღირსეულის პარტნიორის" გადადება განუსაზღვრელი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.