
მედიის ცნობით, საგარეჯოში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. პირველადი ინფორმაციით, მან თავად გაისროლა.
შემთხვევის ადგილი ამ დროისთვის ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული კრიმინალურ პოლიციას. ადგილზე იმყოფება "ტვ პირველი".
მცდელობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და ზარებს არ პასუხობს.
დამატებითი დეტალები და ოფიციალური განცხადებები ამ დროისთვის უცნობია.