გერმანიაში გრძელდება საქართველოს მოქალაქეების გაფიცვა. ტრაილერების მძღოლებმა ვერ მიიღეს ის ანაზღაურება, რასაც ელოდებოდნენ. პოლონურმა კომპანიამ გაფიცულებს განუცხადა, რომ თანხის ნაწილი ჯარიმების გამო დაექვითათ. მძღოლები კი განმარტავენ, რომ კომპანია ჯარიმის ქვითრებს უმალავს. გარდა ამისა, არ ჩაერიცხათ სრულად ხელფასი და ერთი დღის ფული დააკლეს. საქართველოს 200-მდე მოქალაქე ათ დღეზე მეტია ღამეს ტრაილერებში ათენებს.