სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, გუშინ მოზარდები მდინარის ნაპირას იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი წყალში ჩავარდა. ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართული იყვნენ მყვინთავები.