მდინარაძე: თუ ოპონენტები უარს იტყვიან რუსულ გეგმაზე, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ

თუ ჩვენი ოპონენტების, გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს მივყვებით, მაშინ ეს ის რუსული კანონი კი არ იყო, რეალურად გეგმაა რუსული, რადგან საბოლოო ჯამში ამ გეგმავს რომ მიყვეს ქვეყანა, რასაც ჩვენი ოპონენტები ახმოვანებენ, ესაა კანდიდატის სტატუსის ვერ და არ მიღება, ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი საქართველოში, რაც აუცილებლად რუსული შედეგით დასრულდება. ჩვენი გეგმა არის სხვა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ გეგმაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს. გარანტია შემიძლია მოგცეთ. თუ კი ჩვენ ვივარაუდებთ, თეორიაში მაინც, თუ ჩვენი ოპონენტები უარს იტყვიან რუსული გეგმის შესრულებაზე, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

განაცხადა პარლამენტში ჟურნალისტებთან ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.