უნდა მოითხოვოს ჯერ საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისი კრიტერიუმებით, და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ. ახლა არის წმინდა წყლის მდარე ფეიკპიარი. სად ბრუნდება, როგორ ბრუნდება, ჯერ რომ დაბრუნდა, რა ქნა ფიზიკურად, ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება, რას იზამს, ვის დაჰკარგვია? სისხლის სამართლის დამნაშავეა და მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელად გეუბნებით, ქართულ ოცნებას გამოადგება, თუ დაბრუნდება.
განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აპირებს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას.