
იერუსალიმის შემოგარენში, სადაც მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, სულ მცირე, 13 ადამიანია დაშავებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ორსული და ორი ჩვილია.
სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა შმულიკ ფრიდმანმა განაცხადა, რომ ეს ხანძარი შესაძლოა, ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყოს.
ცეცხლი დილით, ეშთაოლის ტყეში გაჩნდა. უკვე ევაკუირებულია რამდენიმე რაიონი. გადაკეტილია იერუსალიმი–თელ ავივის მაგისტრალი და შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლაც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ისრაელი საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.