მაშველებმა გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ის სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

"სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეცტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", - ნათქვამია განცხადებაში.

რჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შემდეგ ქედიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

***

არჩილ ბადრიაშვილს ალპინიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა ალპინიზმის უდიდესი ჯილდო - მსოფლიოს ოქროს წერაყინი, რომელიც მას, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს 2022 წელს გადაეცათ 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის - სარაგრარი ჩრდილო-დასავლეთი (Saraghrar Northwest) (პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვარი) დაპყრობისთვის, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც დღემდე ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა.

არჩილ ბადრიაშვილმა (გიორგი ტეფნაძესთან ერთად) 2019 წელს დალაშქრა პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი - ნანგა პარბატი, რომლის სიმაღლეც 8 126 მეტრია და ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით არის გამორჩეული.