რა იქნება ივანიშვილის მორიგი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეებს მანდატები გაუუქმა. არალეგიტიმური პარლამენტის ამ ნაბიჯით შესაბამისად სამი ძალის წევრები იმუნიტეტიც გარეშეც რჩებიან. ეს გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ რეპრესიების ახალი ტალღის ფონზე მიიღო. ლაპარაკია 49 პოლიტიკოსზე - “კოალიცია ცვლილებებისთვის”, ძლიერი საქართველო, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა. ამ გაერთიანებებმა არჩევნების მიტაცების შემდეგ თავად თქვეს უარი მანდატებზე. ეს პოლიტიკური ძალები ვერც საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებენ.
ამ 49 პოლიტიკოსს შორის არ არიან გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები, რომელთაც არ მიუმართავს მანდატების გაუქმების მოთხოვნით არალეგიტიმური პარლამენტისთვის, მაგრამ პარტიაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება მაისში მათთან დაკავშირებითაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.