მარნეულში 40 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.
ფორმულას ინფორმაციით, კაცს სასიკვდილო ჭრილობები თავში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.