მამარდაშვილი: მნიშვნელოვანი იყო UEFA-ს მერე როგორ დავიწყებდით - ჩემი აზრით, თავი გავართვით

ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპის ჩემპიონატის მერე როგორ დავიწყებდით თამაშს. ჩემი აზრით ამ ყველაფერს კარგად გავართვით თავი, რადგან ვიცით, რომ გულშემატკივრები ყოველთვის მეტს ითხოვენ, ყოველთვის გამარჯვება უნდათ და ეს ყველაფერი მისაღებია, რადგან ჩვენც გვინდა განვითარება, ჩვენც გვინდა ყველა თამაში მოვიგოთ. ახლა უნდა გავაგრძელოთ, შემდეგი თამაში მოდის ალბანეთთან - უფრო რთული თამაში იქნება ჩემი აზრით... იქაც გავალთ, 100% გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ.

განაცხადა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთის გუნდის დამარცხების შემდეგ.