მალიარი: რუსები სვატოვოს შტურმით აღებას ცდილობენ, იქ სასტიკი ბრძოლა მიდის

მალიარი: რუსები სვატოვოს შტურმით აღებას ცდილობენ, იქ სასტიკი ბრძოლა მიდის

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსები სვატოვოს შტურმით აღებას ცდილობენ. მისი თქმით, იქ სასტიკი ბრძოლა მიდის.

"მტერი თავდასხმებს ახორციელებს კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, ასევე ისინი სვატოვოს შტურმით აღებას ცდილობენ. მთელი დღეა, რაც იქ მტრის თავდასხმებს ვიგერიებთ.

ამასთან, უკვე მეორე დღეა, რაც ბახმუტის მიმართულებით დაბომბვის ინტენსივობა გაიზარდა და ფაქტობრივად, ყველა ამ მიმართულებით უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ვართ", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

მალიარის თქმით, კუპიანსკის, ლიმანისა და სვატოვოს მიმართულებით მტერი წინსვლას ვერ ახერხებს, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა თავდასხმის მოგერიებას ახერხებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ.