მაკრონი: რუსეთს არ აქვს მშვიდობის მიღწევის რეალური სურვილი

მაკრონი: რუსეთს არ აქვს მშვიდობის მიღწევის რეალური სურვილი

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთზე "ცხადი ზეწოლის" განხორციელება, რადგან "მას არ აქვს მშვიდობის მიღწევის რეალური სურვილი". ამის შესახებ მან 15 მარტს, უკრაინის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გამართული ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მაკრონის თქმით, მოსკოვმა უნდა გასცეს მკაფიო პასუხი ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც აღნიშნა, "რუსეთი არ აჩვენებს მშვიდობისკენ მიმართულ რეალურ სურვილს. ის არ პასუხობს აშშ-ისა და უკრაინის შეთავაზებებს და მხოლოდ აძლიერებს საბრძოლო მოქმედებებს. ვლადიმირ პუტინი ცდილობს, ჯერ ყველაფერი მოიპოვოს და შემდეგ განიხილოს მოლაპარაკებები."

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ახლაა დრო, როდესაც "ჩვენი მშვიდობის სტრატეგია ძალის გამოყენებით უნდა ჩამოყალიბდეს".