მაკრონი ოცნებაზე: შეშფოთება გამოვთქვით, მთავრობის ნაბიჯები იწვევს დაახლოების ხელისშეშლას

რაც შეეხება სხვა საერთაშორისო საკითხებს, ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მოლდოვას მიმართ ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, მაშინ როცა ამ პროცესზე გავლენას ახდენს რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებები. ჩვენ ასევე გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ხელისუფლების ქმედებები იწვევს დაახლოების პროცესის ხელისშეშლას და რამდენიმე დღეში ქართველმა ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი არჩევანი

განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.