საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ბიზნესმენმა გიორგი ჭელიძემ 15 აგვისტოს ქართულ ოცნებას 40 000 ლარი შესწირა - მის კომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 888 000 ლარი აქვს მიღებული.
TI-ის ცნობით, შპს ვუდმასტერის 18%-იანი წილის მფლობელს, გიორგი ჭელიძეს 2017-2020 წლებში, ქართული ოცნებისთვის 180 000 ლარი აქვს შეწირული.
"შპს ვუდმასტერს "აწარმოე საქართველოში"-დან 52 000 ლარის სახელმწიფო სუბსიდია აქვს მიღებული, 13 000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით მიიღო. გიორგი ჭელიძე ასევე ფლობს შპს მეამას 5%-იან წილს. აღნიშნულ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებიდან 145 000 ლარი აქვს მიღებული, ხოლო "აწარმოე საქართველოში"-დან 691 000 ლარი, 22 000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით მიიღო. ქართული ოცნებისთვის 20 000 ლარი აქვს შეწირული მეამას კიდევ ერთ თანამფლობელს - თამაზ ხარაიძეს", - წერია გამჭვირვალობის განცხადებაში.