ლუკაშენკომ უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის განთავსების ბრძანება გასცა

ლუკაშენკომ უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის განთავსების ბრძანება გასცა

პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის განთავსების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი ავრცელებს.

ხრენინის თქმით, სამხედრო ტექნიკა გომელის და მოზირსკის ტაქტიკურ მიმართულებებზე განთავსდება.

ცნობილია, რომ საზღვარზე ისკანდერის ტიპის რაკეტები და პოლონეზის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები განთავსდება.

მანამდე, ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.