ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ლუკაშენკოს თვითმფრინავი პეკინში 28 თებერვალს ჩაფრინდა. როგორც ცნობილია, ის ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდება.
აეროპორტში ლუკაშენკო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჩინეთის ელჩი ბელარუსში. გარდა ამისა, ადგილზე იყვნენ ბელარუსის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბელარუსის ელჩი ჩინეთში.
მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყანა თანამშრომლობის დოკუმენტებს მოაწერს ხელს. გარდა ამისა, როგორც სახელისუფლებო გამოცემა BelTa წერს, ყურადღება გამახვილდება ვაჭრობის, ეკონომიკური, საინვესტიციო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, პოლიტიკურ სფეროში ურთიერთქმედებაზე, საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მწვავე გამოწვევებზე რეაგირებაზე
ეს ლუკაშენკოს უკვე მე-12 ვიზიტია ჩინეთში. ვიზიტი 2 მარტს დასრულდება.