
დღეს, ლონდონში, უკრაინის მხარდასაჭერად საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელები საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და ევროკავშირიდან.
"გამოწვევები რომლის წინაშეც ვართ, ეხება არა მხოლოდ უკრაინის მომავალს, არამედ ის ეგზისტენციალურია ევროპისთვისაც", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ ლამმა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებასაც.