ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკას განცხადებით, ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.
"დახმარების პაკეტი მოიცავს მილიონობით საბრძოლო მასალას და დრონების წინააღმდეგ საბრძოლველ საშუალებებს. ორ კვირაში, რამშტეინის ფორტმატში შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მხარდაჭერის შესახებ დამატებით ინფორმაციას გამოვაცხადებთ", - აღნიშნა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა.
25 მაისს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. დახმარების პაკეტში შედიოდა სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობდა და საბრძოლო მასალა.
მანამდე, ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ მარტში განაცხადა. ვილნიუსმა კიევს დღემდე თითქმის 409 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია.