
ლელო - ძლიერი საქართველო ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტროს განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.
ლელოში აცხადებენ, რომ ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით.
"ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას.
დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს", - ვკითხულობთ ლელოს განცხადებაში.
ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტროს განცხადება: