ხელისუფლება სოციალურ ქსელებში გამონათქვამების გამო მოქალაქეებს აჯარიმებს, მსგავსი ფაქტები უკვე პრაქტიკად დამკვიდრდა. სასამართლომ სანქცია ამჯერად ლაზარე გრიგორიადისის მამას დააკისრა. მამა-შვილის პროცესი დღეს პარალელურად მიმდინარეობდა. მარტის აქციების შემდეგ დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოში დაბარება მოითხოვა.