
პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ლაშა გაბიტაშვილი, ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. როგორც მან საკუთარ ვიდეომიმართვაში თქვა, იუსტიციის სახლმა მოქალაქეობის განახლებაზე უარი უთხრა, შესაძლოა, იმ მიზეზით, რომ გაბიტაშვილს მეორე მოქალაქეობა აქვს — ისრაელის, რომელიც მეუღლესთან ქორწინების შემდეგ მიიღო.
გაბიტაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაპირისპირების შემდეგ, როდესაც ვიქტორ სანიკიძემ და ირაკლი ზარქუამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ, მაგრამ მაინც მითხრეს უარი მოქალაქეობის შენარჩუნებაზე“, — აცხადებს გაბიტაშვილი და ამატებს, რომ გეგმავს სამართლებრივ დავას და საკუთარი მოქალაქეობის დასაბრუნებლად იბრძოლებს.