ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ევროსთან 0.0020 თეთრით გაუფასურდა და 2.9426 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსით ევრო 2.9406 ლარი იყო.

რაც შეეხება დოლარს, ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 0.5600 თეთრით გაუფასურდა და 2.7143 ლარი შეადგინა. დღევანდელი კურსით დოლარი 2.7087 ლარი იყო.

ლარმა მკვეთრი გაუფასურება რუსული კანონის მიღების შემდეგ დაიწყო და ტენდენცია ამ დრომდე გრძელდება.