ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, 25 წელია დასავლეთი პუტინის იმპერიალიზმის შეკავებას ცდილობს, ის კი ქალაქების მიწასთან გასწორებას აგრძელებს.
"25 წელია პუტინის იმპერიალიზმის შეკავებას დიალოგითა და დიპლომატიური გზით ვცდილობთ, ის კი საზღვრების იგნორირებას და ქალაქების მიწასთან გასწორებას აგრძელებს", - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლანდსბერგისის თქმით, 2014 წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული აგრესიის შემდეგ, მინსკის შეთანხმებებმა პაუზა გამოიწვია, თუმცა რეალურად, მხოლოდ ომი გადადო მომავლისთვის.
"ომის შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, მიმართული იყოს არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის წინააღმდეგ, არამედ NATO-ს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგაც, ასეთი აგრესიის მოგერიების ფასი კი კიდევ უფრო დიდი იქნება", - აღნიშნა მან.