ლანჩხუთში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი მედია გურია თუდეის ცნობით, მეზობლებმა პოლიცია ბინიდან მძაფრი სუნის გამოსვლის შემჩნევის შემდეგ გამოიძახეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.