ლაიენი: უფრო დიდი EU გააძლიერებს მსოფლიოს, ისტორიული მომენტია და მოწოდებას უნდა ვუპასუხოთ

ლაიენი: უფრო დიდი EU გააძლიერებს მსოფლიოს, ისტორიული მომენტია და მოწოდებას უნდა ვუპასუხოთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის გაფართოების პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

მან აღნიშნა, რომ უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს მსოფლიოს და თქვა, რომ ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვან. ამ კონტექსტში ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინა, მოლდოვა და საქართველოც ახსენა.

"მესამე იმპერატივი დამოუკიდებელი ევროპისთვის არის მუშაობა ჩვენი კონტინენტის მომავალ ისტორიულ გაერთიანებაზე. მივესალმებით ევროპის ქვეყნებს, რომლებმაც გააკეთეს თავისუფალი არჩევანი ჩვენს კავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს არ არის მხოლოდ მორალური საჭიროება ევროპისთვის. ეს არის წინაპირობა უფრო ძლიერი ევროპისთვის - სახლში და გეოპოლიტიკურად მსოფლიოში.

უფრო დიდი, გაერთიანებული ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში. დაგვეხმარება ჩვენი დამოკიდებულობების შემცირებაში. ის უზრუნველყოფს, რომ დემოკრატია, კეთილდღეობა და სტაბილურობა გაძლიერდება ევროპის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია ახლა მოგვიწოდებს, როგორც 1989 წელს მოგვიწოდებდა, როდესაც ცვლილებების ქარმა ევროპის მასშტაბით დაუბერა.

ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ უკრაინაში, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ვნახეთ მსხვერპლი, რომელსაც ხალხი იღებს ბოლო 3 წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ასე რომ კი, ეს არის ისტორიული მომენტი და ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამ მოწოდებას უნდა ვუპასუხოთ. უკრაინისთვის, დასავლეთ ბალკანეთისთვის, მოლდოვასთვის, იმედია, საქართველოსთვის. ყველა მათგანისთვის, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა. ჩვენი კავშირი თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის. უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპისთვის", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.