ლაიენი ტრამპზე: შოკირებული ვარ ამ სროლით - პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს

ძალიან შოკირებული ვარ იმ სროლით, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მოხდა. დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახს. პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს.

ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.