
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იყო კარგი და გულწრფელი დისკუსია" და განიხილეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინა ძლიერ მდგომარეობაში იყოს.
ლაიენი აღნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები, რომელიც მის ეკონომიკურ და სამხედრო პოზიციებს მხარს დაუჭერს.
ლაიენი აცხადებს, რომ "სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა" და აღნიშნავს, რომ 6 მარტს, ევროპული საბჭოს სხდომაზე გეგმას წარადგენენ.
"ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია თავდაცვის ინვესტიციების გახანგრძლივება. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ გვჭირდება... იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოვემზადოთ ყველაზე უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა"- ამბობს ლაიენი.
შეკითხვაზე, რა არის მისი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ლაიენმა განაცხადა: "ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია და პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა - არ შეგიძლია შეიჭრა... დააშინოთ მეზობელი ან არ შეგეძლოსსაზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით".