ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში კაცი მოკლეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში კაცი მოკლეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუახნის კაცი მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, კაცი საკუთარ ხორცის მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მისი მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.