ამ წუთებში აქცია იწყება ქუთაისშიც, სადაც რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ. მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. დაკავებულებს შორის ქუთაისელი აქტივისტი გიორგი გველესიანია. ის სენაკის იზოლატორში იმყოფება. მეგობრების ინფორმაციით, გველესიანი ნაცემია. ეკა ფხაკაძე გვიერთდება აქციიდან პირდაპირ ეთერში