ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია ისი პარი გატეხეს და სალაროდან 3 ლარი წაიღეს

ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია ისი პარი გატეხეს და სალაროდან 3 ლარი წაიღეს

გამთენიისას ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია ისი პარი გატეხეს. დილით თანამშრომლებს მინები ჩამსხვრეული, სალარო აპარატიდან კი თანხა დახვდათ წაღებული.

მაღაზიის მენეჯერის განცხადებით, რომ სალაროში თანხა არ ჰქონდათ და მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. დაწყებულია გამოძიება.