როგორ წყდება საქმეები სახელმწიფოს გვერდის ავლით. „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. მეოთხეს - მეტსახელად "ტაისონას" ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და 6-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული აუდიოჩანაწერიც გაავრცელა. საქმის გარჩევა, რომელიც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, ფინანსურ დავას მოჰყვა.