ქურდოვანიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ მასზე დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულა

საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, თავისი სიტყვა ეთქვა რუსული კანონის წინააღმდეგ, ემოქმედა კონსტიტუციის შესაბამისად და შეეჩრებინა ნორმები. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მასზე დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულა. თუმცა, რუსული კანონის წინააღმდეგ ჩვენ ბრძოლას არ ვასრულებთ და მის უპირობო გაუქმებას აუცილებლად მივაღწევთ.

წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსული კანონის არშეჩერებაზე.