ქობულეთში მკვლელობა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ თ.გ. - ს მათ შორის არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.