კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ხვალ საპროტესტო აქცია სორტის სასახლესთან, 14:00 საათზე გაიმართება.
"გამარჯვება იქნება გარდაუვალი. რუსული ფული ამ ქვეყანაში ვერ იშრიალებს და ვერც რუსული ფულით შენარჩუნებული ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას. არაფერი დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ. გრძელდება განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოსთვის. საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ. ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან გელოდებით და ასე ყოველ დღე გეტყვით სად ვიქნებით", - თქვა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მელიას თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.
"ეს პროტესტი იქნება ყოველდღიური, ერთი რიგითი კალენდარული დღე არ ჩაივლის პროტესტის გარეშე ქუჩებში და საბოლოო ჯამში, უახლოეს მომავალში გადაიზარდოს მძლავრ საპროტესტო მოძრაობად, რომელიც წააქცევს რეჟიმს", - ამბობს ნიკა მელია.
საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.