ხერსონში რუსების თავდასხმას უკრაინის საგანგებო სამსახურის 6 თანამშრომელი შეეწირა

ხერსონში რუსების თავდასხმას უკრაინის საგანგებო სამსახურის 6 თანამშრომელი შეეწირა

ხერსონში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 თანამშრომელი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სამსახურის უფროსი სერგეი კრუკი ავრცელებს.

როგორც კრუკი სოციალურ ქსელში წერს, საგანგებო სამსახურის თანამშრომლები ხერსონში განაღმვით სამუშოებს ატარებდნენ, რა დროსაც მათ ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. ორი დაშავებული თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს და იქ აგრძელებენ მკურნალობას.

კრუკი ამბობს, რომ თავდასხმის დროს ასევე განადგურდა საგანგებო სამსახურის ტექნიკაც. მისივე თქმით, რუსები აგრძელებენ საერთაშორისო კანონდარღვევებს და ცეცხლს უხსნიან თანამშრომლებს, რომლებიც ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას ცდილობენ.

კრუკმა 6-ვე დაღუპული თანამშრომლის ფოტოც გამოაქვეყნა.