ხაზარაძე: მოთხოვნა უნდა იყოს - "კი საპარლამენტო არჩევნებს", "თავისუფლება სინდისის პატიმრებს"

“არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს - “კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!” და “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”

არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. “ქართული ოცნების”არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.

რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს “ქართული ოცნების” სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.

რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? - ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!

რა უშლის ამას ხელს? - თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო!

ვკითხულობთ ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ საპატიმროდან დაწერილ წერილში.