ხაზარაძე: მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება

ჩვენ ყველა აქციაში ვიღებთ მონაწილეობას. ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, მოტყუებისგან შეურაცხყოფილი ხალხის ნება არსად წასულა. ჩვენ მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ არანაირი ნიჰილიზმი, ხელების ჩამოყრა. ქართველი ხალხის ხელში აუცილებლად იქნება გამარჯვება. ამ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ ხავსმოკიდებული ტყუილი და საბჭოთა მენტალიტეტი. ახალი არჩევნები უნდა იყოს მოპოვებული. ამას მოვიპოვებთ როგორც ქუჩაში, ისე სხვა მექანიზმებით, რაც გითხარით.

დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ვისაც მომავალი წაართვეს. ხვალ 9:00 საათზე ყველა უნდა ვიყოთ აქ. დღეს საღამოს ყველა ვიკრიბებით პარლამენტის გარშემო. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ქალების მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია მათ პროტესტი და აქტიურობა. ერთიანობა და სიმტკიცე! ერთი წამით არანაირი ნიჰილიზმი! გამარჯვება ქართველი ხალხის ხელშია. ჩვენ ვართ მართლები, მომავალი მოგვპარეს და დავიბრუნებთ პროტესტით, აკადემიური მუშაობით, საერთაშორისო ურთიერთობებით.

განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.