ხაზარაძე: არის საშიშროებმა, უცხოელმა პარტნიორებმა ჩვენს საბანკო სისტემას სანქციები დაუწესონ

ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიზანმიმართულად, წლების განმავლობაში ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება. ხოლო გუშინ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ქალბატონმა თურნავამ და ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო, ისინი ვერ აიცილებენ ამ პასუხისმგებლობას.

რუსული პოლიტიკის, FSB-ს ჯაშუშის გაპრავება და თავდაცვა გადაწყვიტეს, იმისთვის, რომ ხელი დააფარონ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც ფარცხალაძე ეწეოდა ჩვენი ქვეყნისა და მისი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. იგი მოექცა საერთაშორისო და აშშ-ის სანქციებში და, შესაბამისად, მან უნდა აგოს პასუხი საქართველოს კანონის წინაშე, რომლის შესახებაც ჩვენ არ მოგვისმენია არანაირი განმარტება. ქალბატონი თურნავა თავისი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილისა და, შესაბამისად, რუსეთის დავალებას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისათვის. ეს არის ძალიან დიდი ზიანი და საფრთხე, რომ მომავალში საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენს საბანკო სისტემას დაუწესონ დიდი სანქციები, რისი საშიშროებაც სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა.

ჩვენი პარტია მოითხოვს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და განმარტება გააკეთოს, თუ რა პირობებში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რა ზემოქმედება იქნა მოხდენილი, რადგან 24 საათში ასეთი გადაწყვეტილებები არ იცვლება. ჩვენ გვაინტერესებს დეტალები და მათი განმარტებები.

დღეს 5 საათზე ვიკრიბებით ეროვნულ ბანკთან, რათა გამოვხატოთ ძალიან მკაცრი პროტესტი იმ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ ინსტიტუციას მიაყენეს ამ გადაწყვეტილებით. დღეს არ არის იმის დრო, იმის გარჩევისა ვინ ვისთან დგას.

განაცხადა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაძარაძემ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.