ხაშურში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.