ეს არის, ალბათ, ყველაზე მძიმე კომუნიკე, რაც კი გამოქვეყნებულა ჩვენი და NATO-ს ურთიერთობის ისტორიაში. საქართველო ცალკე საერთოდ არ არის ნახსენები, ყოველთვის იყო საქართველოზე ცალკე ჩანაწერი, განსაკუთრებით ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც დაფიქსირდა, რომ NATO-ს წევრი გახდება საქართველო. ეს არის, ალბათ, "გლობალური ომის პარტიასთან" ბრძოლის შედეგი, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების. საქართველოსთვის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია და სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით.
განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნიდარ ხარშილაძემ.
2024 წლის NATO-ს ვაშინგტონის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები.